15:05
23 ოქტომბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - ზღვაზე შტორმს და მაღალმთაში თოვლსაც პროგნოზირებენ
08-03-2018

ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. საქართველოში ხვალ დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4; აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.

თბილისში დღეს, დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ხვალ დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.

AutoPlay
გია ვოლსკის განცხადებით, ცალკეული მძიმე შემთხვევები დანაშაულის სტატისტიკას ვერ შეცვლის
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
რუსეთი მუშაობს და იმუშავებს ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პრეზიდენტთან - დიმიტრი პესკოვი
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
აზერბაიჯანი სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს - არაღიარებული მთიანი ყარაბაღი
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
რა ხდება ამ დროისთვის ავჭალაში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრიელს?
გამოქვეყნდა 41 წუთის წინ
პაატა იმნაძის თქმით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება და ტესტის პასუხი 20 წუთში იქნება
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმ საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, რომლებიც პანდემიამდე აიღეს
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები