პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ივლისს გაიმართება. პარლამენტმა პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით გუშინ მიმართა. პრეზიდენტმა კი პარლამენტის თხოვნა, დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.