საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 9 თებერვალს იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 8-13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 4-9 გრადუსამდე. 10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. თბილისში, ხვალ, შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4-6 გრადუსამდე დაიკლებს. მომდევნო დღეებში შესაძლებელია მცირე წვიმაც.