საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გააკეთებს განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე. შესაბამისი პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.