ხვალ, ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული - გიორგი გახარია - Palitra News
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს, ევროპის 49 ქვეყანას შორის, 100 სულ მოსახლეზე კორნავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს. მისივე თქმით, ინფქციის გავრცელების მაჩვენებლით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებს. გახარიას თქმით, ეს როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესისა და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა.ეს არ არის საამაყო ციფრები და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის, ბიზნესის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პანდემიის გავრცელება გვქონდეს კონტროლის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც შეგვეძლო გადაგვედგა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, იმას, თუ რამდენად ზუსტად და ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები.