ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები ზუგდიდის გამგეობის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი შვილის გაუჩინარების შესახებ სიმართლის გარკვევას ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აბულაძეებმა ამავე მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინ სამხარეო ადმინისტრაციასთანაც გამართეს, თუმცა, მათ შესახვედრად არავინ მისულა. ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს სახლიდან სამსახურში - სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა.