მოჭიდავე ზვიად პატარიძემ კვლავ ოქროს მედალი აიღო - ამით მსოფლიო ჩემპიონი ის ზედიზედ მეხუთედ გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 120 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მორიგ წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია. ფინალურ შეხვედრაში მან ყირგიზი მეტოქე კიმ რომანი 6-2 დაამარცხა. მანამდე ის იაპონელ, რუმინელ, ირანელ და რუს მოჭიდავეებს შეხვდა. ყველა მათგანი პატარიძემ დამაჯერებელი შედეგით დაამარცხა. დაჯილდოვებიც ცერემოანიაზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს, თუმცა ხარვეზი მალევე გამოასწორეს და ჩემპიონის პატივსაცემად ახალი ჰიმნიც გააჟღერეს. პატარიძე ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელმაც წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხა. 20 წლის ახალგაზრდამ ზედიზედ ხუთჯერ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი ფალავნის ტიტულის მოპოვება - მათ შორის ორჯერ ჭაბუკებში და სამჯერ ახალგაზრდებში.