საია-ს კვლევის თანახმად, ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა.საია-ს განცხადებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა. როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რეორგანიზაცია არ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა ის უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომლელიც დაფუძნებული იქნება გასაგებ კრიტერიუმზე.