განათლების მინისტრის მოადგილემ და კომპანია "გლობალ სელის" წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების რამდენიმე მოსწავლეს ტექნიკა პირადად გადასცეს. მოსწავლეების პლაშეტებით უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა განათლების სამინისტროს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხურვალეთისა და წითელუბნის სკოლების ყველა მოსწავლე საჩუქრად სასკოლო პროგრამასთან სრულად ადაპტირებულ პლანშეტებს მიიღებს.