პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ კრიზისული ფაზისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც განიხილება, თუ რამდენად არის შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემა მზად.ამასთან, მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა რეკომენდაცია შეასრულონ.