ხულოში სამი სოფელი ჩაო, სტეფანაშვილები და მერჩხეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. სპეციალისტებს იქ შემოვლითი გზა გაჰყავთ. მეწყრული პროცესები განვითარდა იაკობაძეებში. მიწის მასა საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოწვა. ხულოს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საგზაოს ტექნიკა 8 მიმართულებით მუშაობს.