ხულოში, ახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა ბიჭი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი დაეცა. 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.