ხულოში, სოფელ ირემაძეებში ტყეში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ფაქტზე უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.