ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აცხადებს, რომ იგი მოიაზრებს აშშ-ს სთხოვოს ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის დაწყება. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. გუაიდოს განცხადებით, იგი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაყენებისთვის ყველა სახის გზას განიხილავს.
"ვფიქრობ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ძალიან მყარია, რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც ამას მთელი მსოფგლიო აკეთებს. მე როგორც პარლამენტის პრეზიდენტი, ყველა სახის ვარიანტს განვიხილავ თუ ეს აუცილებელი იქნება", - განაცხადა გუაიდომ აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შესახებ დასმული კითვის საპასუხოდ. შეგახსენებთ, გასულ კვირას გუაიდომ მოუწოდა სამხედროებსა და მოსახლეობას მადუროს წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლებისკენ, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამხედრო გადაყრიალების მცდელობად შეაფასა. იყო შეტაკებებიც, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა.