ვანილი არის ორქიდეას ღერო, რომელიც განსაკუთრებულ არომატს მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგ იღებს. მას ცხელ ორთქლში, ან ცხელ წყალში ათავსებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს ის იმ თვისებას, რისთვისაც იყენებენ შემდგომ საკონდიტრო პროდუქციაში. ვანილი ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია, მისი შეძენა ყველა მსურველისთვის არ არის ხელსაყრელი, თუმცა მის გარეშე ნამცხვრები, ფუნთუშები და ორცხობილები არც თუ ისე გემრიელი გამოდის, ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა, შექმნილიყო ვანილის ხელოვნური ანალოგი. არაერთმა გამომგონებელმა ვანილის არომატისა და გემოს მისაღებად, სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. არსებობს ცხოველური წარმოშობის ვანილი, ასევე ქიმიური და ნავთობპროდუქტებიდან მიღებულიც კი, რომელიც მუქი ფერისაა, თუმცა დამზადების პროცესში ათეთრებენ და თეთრ კრისტალებად ყიდიან. ის კანცეროგენულია და მისმა ხშირმა მიღებამ, შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას შეუწყოს ხელი. ამიტომ ვანილის არჩევისას უმჯობესია თუკი იყიდით ისეთ პროდუქტს, რომელსაც ვანილი აწერია და არა ვანილინი.