დედაქალაქის მერი თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის. ამასთან, კახა კალაძე მოსახლეობას, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.