ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.