22:12
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ხშირად მის გასაყალბებლად ქვიშასაც კი ფქვავენ - ორი ხერხი, რომლითაც მარტივად გაიგებთ ნამდვილ შავ წიწაკას ყიდულობთ თუ ფალსიფიცირებულს?
06-03-2019

შავი წიწაკა ის ინგრედიანტია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება კერძების მოსამზადებლად. სწორედ შავი წიწაკის ფალსიფიცირება ხდება ყველაზე ხშირად. ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ არამწარე და არაარომატული შავი წიწაკა. ხშირ შემთხვევაში მის გასაყალბებლად სხვადასხვა მცენარეს და ქვიშასაც კი ფქვავენ. გამომდინარე იქიდან, რომ ფალსიფიკაციის ფაქტები ხშირია, მომხმარებლები არჩევანს წიწაკის მარცვალზე აკეთებენ და სახლის პირობებში ფქვავენ. ეს ერთის მხრივს ძალიან კარგია, რადგან რაც უფრო ახალი დაფქულია შავი წიწაკა, მით მეტადაა მასში სენარჩუნებული დადებითი ნივთიერებები,  თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია გარკვეული რჩევების გათვალისწინება. შავი წიწაკა რაცშეიძლება წვრილად უნდა დაფქვათ, რადგან მარცვლის შედარებით დიდმა ნაწილებმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი გააღიზიანოს. მისმა ხშირმა მიღებამ კი, ეროზია გამოიწვიოს.

თუ შავი წიწაკის მარცვალს ყიდულობთ გაითვალისწინეთ ის არ უნდა იყოს ზედმეტად გამომშრალი. ხარისხიანი შავი წიწაკა ცხიმს უნდა შეიცავდეს. ამიტომ აიღეთ წიწაკის მარცვლები, მოათავსეთ ხელსახოცზე და დანაყეთ, ხარისხიანი მარცვლები მარტივად არ დაიფშვნება და დაფშვნის შემდეგ ხელსახოცზე ცხიმის კვალი დარჩება, როგორც ამ მარცვლების შემთხვევაში მოხდა, დაბალი ხარისხის მარცვლები კი მომენტალურად დაიფშვნება, ხელსახოცზე კი არ დარჩება არანაირი კვალი.  

თუ უკვე დაფქულ წიწაკას ყიდულობთ, დაასხით მას მდუღარე წყალი, თუ წიწაკის ნამცეცები ზომაში გაიზარდა, ის ფალსიფიცირებულია.

იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები