ყველამ კარგად ვიცით , რომ ხახვში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია. იაპონელმა მკვლევრებმა ხახვის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს - ეს უნიკალური პროდუქტი დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე. ამის საფუძველი ხახვში უხვად შემავალი გოგირდის შენაერთებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ისინი აფერხებს თავის ტვინის დაბერებას. იაპონელმა მკვლევრებმა საინტერესო კვლევები ჩაატარეს და საფუძვლიანად შეისწავლეს ხახვის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ ეს მეტად პოპულარული ბოსტნეული ზრდის დადებით ემოციებს, ხელს უწყობს მეხსიერების აღდგენას. ხახვში შემავალი გოგირდის შენაერთები სისხლით ხვდება ტვინში, სადაც ასტიმულირებს ნეირონთა აქტივობას და განახლებას. ხახვი, განსაკუთრებით ასაკოვნებისთვისაა სასარგებლო, რადგან ხელს უშლის სკლეროზული პროცესების განვითარებას, თუმცა, ამ ბოსტნეულზე არც ახალგარზდებმა უნდა თქვან უარი, რადგან ის იმუნურ სისტემას აძლიერებს და აჯანსაღებს ორგანიზმს.