ხშირად ხდება, რომ ნატო-ს მიმართ სკეპტიციზმი გაიგივებულია პრორუსულობასთან, რაც არის არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, კითხვა-პასუხის დროსას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი ნატო-ს მიმართ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმ ქვეყნებში საზოგადოება იყო გაერთიანებული და იცოდნენ, რა მიზნისთვის უნდა მიეღწიათ. პრეზიდენტის თქმით, მათ ასევე იცოდნენ, რომ რამდენი დროც არ უნდა გასულიყო, ისინი იქნებოდნენ მდგრადი თავის მიზნებისთვის.