ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ყაზბეგში დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალბატონი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.