ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია “, – წერს ანდრეი პლენკოვიჩი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და მისი ადგილი ნატო-ში არ არის.