ხორვატიის ელჩი ანიცა ჯამიჩი, ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაუწიეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებების საჯარო უარყოფას ითხოვს.
ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში ადგილი არ აქვს და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ზაგრები რეგიონიდან საკუთარ ჯარისკაცებს გაიყვანს.