ხორვატიაში ბეწვის ქურქების დასამზადებლად ფუმფულა ცხოველების ფერმებში გამრავლება 2017 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი და ცხოველთა დამცველების აზრის გათვალისწინებით,ადგილობრივმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალვა ერთ-ერთი ნაწილია 2006 წელს მიღებული ცხოველთა დაცვის კანონისა, ბეწვის ფერმერების უმეტესობა 10 წლის მანძილზე ისევ აგრძელებდა საქმიანობას და კვლავ წარმატებით ამრავლებდა შინშილას ქურქების დამზადების მიზნით.