1 იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი "საქონლის ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ". სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროდუქციის ეტიკეტზე ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჩანდეს, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. აქამდე ეტიკეტირება ნებაყოფლობითი იყო, ამიერიდან კი ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს და ეს შეეხება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ხორცს.