ახლა უკვე როცა იცით ჯანსაღი ხორცის არჩევა, გასწავლით ხორცის რომელი ნაჭერი, რომელი კერძისთვისაა განკუთვნილი. შესაწვავად საქონლის მხოლოდ სუკი გამოგადგებათ, ეს არის კუნთი, რომელიც ძროხის სიცოცხლის მანძილზე არასოდეს იტვირთება, სწორედ ამიტომ ის მალე იწვება და საკმაოდ რბილია. იმისთვის, რომ ყიდვისას სუკი მაგივრად სხვა ნაჭერი არ შემოგაპარონ იცოდეთ, ის ასე გამოიყურება, მოგრძოა და ერთი დაბოლოება შედარებით ვიწროვდება. შესაწვავად ასევე გამოგადგებათ ასეთი, მარმარილოსებური ნაჭერიც, ფარშის მოსამზადებლად საუკეთესო ბარკლის ხორცია, მოსახარშად კი ბეჭის ნაწილი. რაც შეეხება ნეკნებს ის საქონლის ყველაზე კალორიული ნაწილია, მასში ორნახევარჯერ მეტი კალორიაა, ვიდრე სუკის ხორცში, მისგან ძირითადად ისეთ კეძებს ამზადებენ, რომელიც ბევრ ცხიმს მოითხოვს.
საჭირო რჩევა თქვენთვის: რა დრო უნდა იყოს გასული ცხოველის დაკვლიდან, რომ მისი ხორცი სასარგებლო და გემრიელი გამოდგესმხოლოდ ხელის შეხებაა საჭირო - ნახეთ მეთოდი, რომლითაც ადვილად მიხვდებით, ხორცი ცხენისაა თუ საქონლის