გაეროს ექსპერტების განცხადებით: ხორცის და რძის პროდუქტების მზარდი მოხმარება გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. მეცნიერების თქმით, თუ კაცობრიობა ხორცის მოხმარებას შეამცირებს, ნაკლები მიწის დამუშავებით მეტი ადამიანის გამოკვება გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კაცობრიობამ სოფლიოს მეურნეობით პლანეტის ნიადაგის 70% უკვე დააზიანა, რითაც კლიმატის ცვლილებას შეუწყო ხელი.კერძოდ, სათბურის აირების მეოთხედი სოფლის მეურნეობის შედეგად გამოიყოფა. ცხოველები კი გლობალურ დათბობას ხელს მეთანის გაზის გამოყოფით უწყობენ. გარდა ამისა, საძოვრების გაფართოების მიზნით ტყეების გაჩეხვა ხდება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატური კრიზისის დასაძლევად დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ადამიანის მიერ მიწის მართვის და საკვები პროდუქტების წარმოების წესები.