"ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის და ორგანული კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ სრული დაცვით მიიღო"- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მომავლეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის დღევანდელ აქციას და მოთხოვნებს. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა 10- კაციანი სია პარლამენტს, კანონის სრული დაცვით წარუდგინა, ხოლო ამ სიის მოწინააღმდეგე პირების მხრიდან იკვეთება, რომ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.