მთავრობა ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას გეგმავს, რაც იმის პირობა იქნება, რომ შემოწმდეს იმპორტირებული ხორბალის ხარისხი და გაკონტროლდეს პასუხობს, თუ არა ქვეყანაში შემოსული ნედლეული საერთაშორისო სტანდარტებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით რეგლამენტის პროეტი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში მთავრობას განსახილველად წარედგინება. პურისა და ხორბლისაგან განსხვავებით, საქართველოში ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი უკვე წლებია მოქმედებს, თუმცა ხორბლის იმპორტიორების აზრით მას უფრო ფორმალური დატვირთვა აქვს. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არა მარტო ფურცელზე უნდა ამოქმედდეს, არამედ რეალურად შესრულდეს კიდეც. მოექცევა, თუ არა ტექნიკურ რეგლამეტში ადგილობრივი ხორბალი და შეძლებს, თუ არა ის საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას ამ კითხვის პასუხად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ადგილობრივი ხორბალი საერთაშორისო სატანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად პურის მარკირებისას აღნიშნული იქნება, როგორი ხარისხის პურს შესთავაზებს ადგილობრივი ბაზარი მომხმარებელს.