2018 წლის პირველი იანვრიდან, ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. აღნიშნულს "თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების" შესახებ დადგენილება გულისხმობს. დადგენილების მიხედვით, 1 იანვრიდან ხარისხის სერტიფიკატის გარეშე საქართველოში გასავრცელებლად სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი აღარ დაიშვება.
აღსანიშნავია, რომ მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება.