ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აღარ აიკრძალება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ.შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულის მიწურულს ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხორბლის, მესლინის, ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი საავტომობილო გზით აიკრძალებოდა. ამ გადაწყვეტილებამ გასული წლის სექტემბერში ავტომანქანით ხორბლის გადამზიდავთა პროტესტი გამოიწვია და შედეგად, ბრძანების ძალაში შესვლა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა.თუმცა, როგორც ახლა ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ხორბლის ავტომანქანით შემოტანა ქვეყანაში აღარ აიკრძალება.