ხორბალზე ახალი გადასახადი დაწესდა. ფიტოსანიტარული კონტროლის წესში მთავრობის დადგენილებით ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოსულ ხორბლით დატვირთულ ყველა მანქანას გენმოდიფიცირებაზე ანალიზი უნდა ჩაუტარდეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ანალიზი ერთ კონტეინერზე დაახლოებით 150 ლარი ჯდება.პურ-პროდუქტების ასოპციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალმა გადასახადებმა ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით ორი ლარით გააძვირა. მალხაზ დოლიძის განცხადებით ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესზე, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებზე უარყოფიდად აისახება.მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ყოველ თვეში 60-70 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. ხორბლის იმპორტი სამანქანო, სარკინიგზო და სახმელეთო გზით ხორციელდება. ახალი გადასახადი კი ყველაზე მეტად იმ იმპორტიორებს დააწვებათ ტვირთათ, რომლებსაც ხორბალი მცირე ზომის ავტოტრანსპორტით შემოაქვთ.