ხმაურიანი დებატები პარლამენტში - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კენჭი "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დადგენილებას უნდა უყაროს. "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ დასკვნას კი პარლამენტი ცნობად მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოში დებატები მიმდინარეობს. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ რომ "ევროპული საქართველოს" წევრებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარტიული და არაკომპეტენტური დოკუმენტი მიიღეს.