მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა. კომისიის სხდომაზე დასკვნის პირველი ნაწილში აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - თუ რა მოხდა 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე. კომისიამ ასევე განცხადება გავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის - მ.კ.-ს როლს.კომისიის დასკვნა 5 ნაწილისგან შედგება, ერთ-ერთი ნაწილი კი სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევებია. სხდომას არ ესწრებოდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ისინი გაეცნობიან დოკუმენტს და ამის შემდეგ წარმოადგენენ შენიშვნებს.