ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან. შესავალი სიტყვების შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდება სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკუცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ერთი არასრულწლოვანი დააკვა მეორე ბრალდებული სამართალდამცველებს მოგვიანებით თავად ჩაბარდა. გარდა ამისა საქმეზე ორი პირი დანაშაული შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.