ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. როგორც "პალირანიუსს" მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს წარუდგენს და ასევე სადავოდ გახდის გამოძიების მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას.