ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი იკითხება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოზე ორი მოწმე ჰყავს წარდგენილი და დაცვის მხარე მზადაა, ისინი დაკითხოს. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე კვლავ ელოდება სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებების გადაცემას, რათა საკუთარი ექსპერტიზა ჩაატაროს.