ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს 51-ე სკოლის დირექტორი დაიკითხება. წინა პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში 2 მოწმე ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მხარეებმა ერთი მოწმის დაკითხვაც ვერ დაასრულეს. შესაბამისად, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები 51-ე სკოლის სასწავლო ნაწილის დაკითხვას დაასრულებენ და ამავე სკოლის დირექტორს დაკითხავენ. დაცვის მხარე კვლავ გამოძიების არასრულ ჩატარებაზე აპელირებს. ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატების თქმით, არაერთი მოწმის ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა და რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე მიუთითებს. მათივე მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობა მხოლოდ ორი დანით არ არის მომხდარი.