ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ კალანდია დაიკითხება. გარდა ამისა, ბრალდების მხარე პროცესზე კიდევ რამდენიმე მოწმის დაკითხვას გეგმავს, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. როგორც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე მზადაა ნებისმიერი მოწმე დაკითხოს და ასევე ნებისმიერი მტკიცებულება გამოიკვლიოს. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.