დაცვის მხარე ეჭვობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ექსპერტიზები დროულად არ დასრულდება, რათა მათ ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარება ვერ მოასწრონ. როგორც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განმარტა, დაცვის მხარეს სურს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - რამდენი დანით იყო ჩადენილი დანაშაული. მისი თქმით, ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ადვოკატებს ხელს პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა უშლის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ცნობიოსთვის სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარ, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. ახალი მტკიცებულება, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წინ პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატებმა წარადგინეს.