ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მოწმეების დაკითხვას ორი მხარე აწარმოებს. მოწმეებს ბევრი დეტალის დაზუსტება უწევთ. საქმის პროკურორის მტკიცებით, მოწმეთა ჩვენებების რადიკალურ ცვლილებებს ადგილი არ აქვს.გარდა ამისა, ზვიად ფხაკაძის თქმით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია იმ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც გამოძიების ეტაპზე დადგინდა. ბრალდებულის ადვოკატი კი ამბობს რომ მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან. რაც შეეხება დაცვის მხარის ბრალდებებს, გარკვეული ნივთმტკიცებების გადაცემის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა პერიოდი სჭირდება ექსპერტიზას, რათა მათ წინაშე დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცეს.