თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. როგორც პროცესის დაწყებამდე დ.ღ.-ს ადვოკატმა, გოჩა კვარაცხელიამ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე არასრულწლოვნისათვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. გარდა ამისა პრეცესზე კვლავ გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებილებებს გამოკვლევა. კერძოდ კი, დაიკითხება 10-მდე მოწმე, მათ შორის, ექსპერტები და გამომძიებლები.