სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დაკითხეს. როგორც ადვოკატი ჟურნალისტებთან განმარტავს, მისთვის უმარტივესი იქნება, აღნიშნული მოწმის, მიხეილ კალანდიას უფრო მეტად დისკრედიტაცია. ტარიელ კაკაბაძის თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს აღნიშნული მოწმის რეაბილიტაციის მოხდენას. აქვე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, საჭიროა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე მოწმის ჩვენებების დამაჯერებლობა და სანდოობა, რათა მან აღნიშნული კრიტერიუმები გადალახოს. პროცესს სააპელაციო სასამართლოში მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც დაესწრო. მისი განცხადებით ყველაფერი კეთდება რათა კალანდია გამართლდეს.