ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11:00 საათზე განახლდება. დღეს სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე გააგრძელებს. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა ადვოკატმა გუშინ დაიწყო, თუმცა სამუშაო დღის დასრულების გამო მაან დასკვნითი სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა. დღესვე აპირებენ საქმეში ჩართული სხვა ადვოკატებიც საკუთარი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას.
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, განსხვავებით ბრალდების მხარისა, მათი დასკვნითი სიტყვა არის სრული და ამომწურავი. მისივე თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ პირები დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად.