თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სასამართლო პროცესზე, მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია დაიკითხა. იგი ბრალდების მხარის მიერ დასაკითხ მოწმეთა შორის იყო ერთ-ერთი . ლუკა კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ დეტალებზე არ ისაუბრა რადგან სასამარტლო პროცესი დახურული იყო, მან აღნიშნა რომ ლუკა კალანდიასთან ერთად ასევე დაიკითხა მისი მამა, თენგიზ კალანდია.