ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვა, დაახლოებით, 5 საათს გაგრძელდა. დასკვნით სიტყვაში პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე, რაც მათ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკვლიეს, მათ შორის, მოწმეების ჩვენებები. სახელმწიფო ბრალდება ორივე არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.დაცვის მხარე კი მიიჩნევს რომ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო და აქედან გამომდინარე, ისინი ამ არგუმენტების გაბათილებას შეძლებენ. სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოდგენა დაცვის მხარემაც დაიწყო, თუმცა ბოლომდე ვერ დაასრულა. მოხსენება ოთხშაბათს გაგრძელდება