ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამის თქმით ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მის შვილს,როგორც მან აღნიშნა, დასკვნა არის ბუნდოვანი და კითხვები, რომელიც არსებობს ამ საქმეზე, კვლავ პასუხგაუცემელია. მისივე თქმით, დასკვნაში ასახულია ის ჭრილობები, რომელიც ბრალდებულებმა მიაყენეს მის შვილს, თუმცა, ზაზა სარალიძის თქმით, სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ამ ექსპერტიზით ვერ დადგინდა.