ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ ექსპერტს, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაზე ხელი ისე აქვს მოწერილი, რომ მას საერთოდ არც კი გადახედა. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სასამართლოს ბოდიშიც მოუხადა, ვინაიდან დასკვნაში მექანიკური შეცდომა გაეპარა. გარდაცვლილის მამა დარწმუნებულია, რომ ექსპერტს დასკვნა საერთოდ არც წაუკითხავს. გარდაცვლილის მამა კვლავ დარწმუნებულია, რომ გამოძიებაზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება