ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა.როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, დასკვნის პროექტი კომისიის წევრებს უკვე მიაწოდეს, რის შემდეგაც დასკვნის განხილვის ეტაპი დაიწყება.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, დასკვნაში ასახული იქნება ყველა ის საკითხი, რომელზეც კომისიის მუშაობისას იყო დისკუსია, მათ შორის თემები, რომლებიც ეხება მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება დასკვნა და გაიმართება მისი საჯარო განხილვა. მისივე თქმით, პროცესი სექტემბერში დასრულდება და დასკვნა პარლამენტს წარედგინება.