პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, - ამის შესახებ რესპულიკური საავადმყოფოს ზოგადმა ქირურგმა დავით ლოლაძემ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ექიმის თქმით, დაჭრილის საავადმყოფოში შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
იხილეთ: ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს